APPLE 

ამერიკულიმულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ის კალიფორნიის შტატიის ქალაქ კუპერტინოში. ეპლი ამზადებს, ყიდის და მხარდაჭერას უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერის სერიისთვის, პორტატიული მედია-პლეერებისთვის და სხვა აქსესორებისთვის. ეპლი ამჟამად ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის აიფონის,ეპლ-ტვ და ახალი ოპერაციული სისტემა მაკ ოს X „ლეოპარდის“ დამუშავებით.
კომპანიის ყველაზე ცნობილ პროდუქტთა შორისაა მაკინტოშის სერიის პერსონალური კომპიუტერები და დაკავშირებული პერიფერიული მოწყობილობა, პორტატიული მედია-პლეერი აიპოდის სერია, და ბოლო დროს უკვე აიფონიც. ეპლის ყველაზე განთქმული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქციაა მაკ ოს X ოპერაციული სისტემა და აილაიფის პროგრამების პაკეტი. ეპლი ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებელი პროფესიონალური აუდიო და კინოინდუსტრიის პროგრამული პროდუქტების, ძირითადად მაკ-ის კომპიუტერებისთვის, მათ შორის Final Cut Pro, Logic Pro, Final Cut Studio, და დაკავშირებული ხელსაწყოები.
ეპლში მუდმივად და დროებითად 20,000-მდე ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს გარშემო და მისმა მსოფლიო გაყიდვებმა 2007 ფისკალურ წელს (დასრულდა 2007 წლის 29 სექტემბერს) US$24.01 მილიარდი შეადგინა.
რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ყოველმხრივად ესთეტიკური დიზაინით თავისი კონტრკულტურული ინდი ფესვებით, ასევე თავისი სარეკლამო კამპანიებით, ეპლმა გამორჩეული რეპუტაცია მოიპოვა სამომხმარებლო ელექტრონიკისინდუსტრიაში და კულტივირებული მომხმარებლების პლეადა წარმოშვა, რომლებიც განსაკუთრებულად ლიოალურები და თავდადებულები არიან კომპანიისა და ბრენდის მიმართ, განსაკუთრებით აშშ-ში.



ისტორია


კომპანიამ ეპლი II მიკროკომპიუტერი 1977 წელს წარმოადგინა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1983-ში, მან ლიზა გაუშვა, რომელიც პირველი კომერციული პერსონალური კომპიუტერი იყო მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისით (GUI), მასზე გარკვეულწილად ქსეროქს ალტომ მოახდინა გავლენა. ლიზა ასევე პირველი პერსონალური კომპიუტერი იყო მაუსით. 1984 წელს მაკინტოში იქნა წარმოდგენილი, რომელმაც უდავოდ წინ წამოსწია მომხმარებლებისთვის ადვილად გასაგები (იუზერ ფრენდლი) გრაფიკული ინტერფეისის კონცეფცია. ეპლის მაკინტოშის წარმატებამ ყოველ მხრივ განაპირობა გრაფიკული ინტერფეისების გამოყენება ძირითად კომპიუტერის ოპერატიულ სისტემებზე, როგორებიცაა კომოდორე ამიგა და ატარი ST, რომლებიც მაკინტოშის გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში ჩნდებოდნენ ბაზარზე.


1991 წელს, ეპლმა პორტატული კომპიუტერების ხაზი PowerBook გაუშვა. 1990-იანბში ეპლის საბაზრო წილის ვარდნა მოხდა კონკურენციის გამო მაიკროსოფტ ვინდოუსის და შედარებით დაბალ ფასიანი IBM PC შეთავსებადი კომპიუტერების მხრიდან, რომლებიც საბოლოოდ დომინირებდნენ კიდეც ბაზარზე. 2000-იან წლებში, ეპლმა განავრცო თავისი ფოკუსი პროგრამირების კუთხით და პროფესიონალური და პროზიუმერული ვიდეო, მუსიკალური და ფოტო წარმოების გადაწყვეტები შესთავაზა მომხმარებლებს, თავის ახალ პროდუქტებს ის წარმოაგენს როგორც "ციფრულ ცენტრს". მან ასევე გამოუშვა აიპოდი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული მუსიკალური დამკვრელი.

iPhone


ინტერნეტთან დაკავშირებული მულტიმედიური სმარტფონების ხაზი, რომლის მარკეტინგს კომპანია Apple ახდენს.პირველი iPhone წარმოადგინა Apple-ის იმდროინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა 2007 წლის 9 იანვარს და გამოვიდა იმავე წლის 29 ივნისს. უკანასკნელი, მეხუთე თაობის iPhone, iPhone 4S, კი გამოვიდა 2011 წლის 14 ოქტომბერს, პორტატული მოწყობილებებისთვის Apple-ის ოპერაციული სისტემის, iOS 5.0–ის, გამოშვებიდან 2 დღის შემდეგ.
მისი ფუნქციები მოიცავს კამერას, პორტატულ მედია ფლეიერს (აიპოდის ეკვივალენტური), ტექსტურ შეტყობინებას, ინტერნეტთან კავშირს ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით და აქვს Wi-Fi და 3G დაკავშირებადობა. 2008 წელს გაეშვა App Store, ანუ აპლიკაციების მაღაზია, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს თავად კომპანია Apple-ის და ასევე მესამე მხარის მიერ შექმნილი აპლიკაციები. ამჟამად App Store შეიცავს 500,000–ზე მეტ აპლიკაციას.
დღესდღეისობით გამოსულია iPhone-ის ხუთი მოდელი: ორიგინალი iPhone, iPhone 3G, iPhone 3GS, iPhone 4 და iPhone 4S.





სტივ ჯობსი


კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO). 1986–2006 წლებში ის ასევე იყოპიქსარის ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. პიქსარის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე სათამაშოების ისტორია, მან იმუშავა, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა. როდესაც სტუდია უოლტ დისნეის კომპანიამ შეიძინა 2006 წელს, ჯობსი გახდა დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრი და კომპანიის უმსხვილესი მეწილე.
1976 წელს ეპლის თანადამფუძნებელ, სტივ ვოზნიაკთან, ერთად მან პოპულარიზაცია გაუწია პერსონალური კომპიუტერის იდეასეპლ II-ით. მოგვიანებით, ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კომერციული პოტენციალი დაინახა გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და თაგუნაში, რომელიც ქსეროქსის პალო-ალტოს კვლევით ცენტრში დამუშავდა, შემოიტანა რა ეს ინოვაციები ეპლ მაკინტოშის კომპიუტერებში. 1985 წელს ჯობსი Apple-იდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან დააარსა კომპიუტერული კომპანია NeXT. 1996 წელს Apple-ის მიერ NeXT-ის შესყიდვის შემდეგ, ჯობსი დაბრუნდა თავისივე თანადაარსებულ კომპანიაში ამჯერად მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა. გადადგომიდან რამდენიმე თვეში, 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.